|
2018-03-12 18:41:15, 1556 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: უმცირესობას შევთავაზეთ ტექსტის ჩვენი ვერსია, მათ შორის, სიასთან დაკავშირებულ ფორმულირებაზე
„რეზოლუციის მისაღებად უახლოეს სესიამდე ჩვენ გვაქვს კიდევ დრო. კონსულტაციები გრძელდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგა, თუმცა, საბოლოო ტექსტთან დაკავშირებით უმრავლესობას აქვს საკუთარი ვერსია, მათ შორის, სიასთან დაკავშირებულ ფორმულირებაზე. თალაკვაძის განცხადებით, ტექსტის საბოლოო ვარიანტი საჯარო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სესიამდე, მას შემდეგ, რაც პოზიციები საბოლოოდ ჩამოყალიბდება პარლამენტში. „დღეს უმცირესობას შევთავაზეთ ტექსტის ჩვენი ვერსია, მათ შორის ჩანაწერის ვერსია სიასთან დაკავშირებით. მათ გვითხრეს, რომ კონსულტაციებს გაივლიან გუნდში და მორიგი კონსულტაციის დროს, უკვე მორიგ შეხვედრაზე გვეცოდინება უმცირესობის პოზიცია რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით. საბოლოო ტექსტი გახდება საჯარო მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება საბოლოო შეთანხმება სესიაზე მის გატანამდე, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საბოლოო ტექსტთან დაკავშირებით უმცირესობას შევთავაზეთ ჩვენი ვერსია, მათ შორის ჩვენი ვერსია სიასთან დაკავშირებულ ფორმულირებაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს გულისხმობს",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)