|
2018-03-07 18:35:30, 1698 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ე.წ. პრეზიდენტის განცხადება ყველა საერთაშორისო ნორმას ეწინააღმდეგება
ფრაქცია " ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია და ყველა საერთაშორისო ნორმას ეწინააღმდეგება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მიუხედავად ასეთი არალეგიტიმური განცხადებებისა, ქართული მხარე აკეთებს ყველაფერს, რომ რაც შეიძლება უმოკლეს დროში გადაეცეს ოჯახს ცხედარი. „ზუსტად ვერ გეტყვით, რა მიზანი ამოძრავებს ე.წ. პრეზიდენტს, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს, უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს იგივე მოლოდინები იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ცხედრის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების მიზნით",-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ბიბილოვმა დღეს ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“. მანვე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასრულებამდე ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადასცემენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)