04:43 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 10:47:38, 1700 ნახვა

კომენტარი
ჯიოევი: ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი რეგიონში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რჩებიან

ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.

"სპუტნიკ-ოსეტიას" ცნობით, ჯიოევმა აღნიშნა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე ოკუპირებულ რეგიონში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე იმყოფება.

"ქუტაშვილი და პავლიაშვილი დაკავებულები არ არიან. მათ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე თავისუფლაად გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ისინი რეგიონში მიმდინარე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რჩებიან", - განაცხადა ჯიოევმა.

რაც შეეხება გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, მისივე თქმით, ცხედარს ქართულ მხარეს მას შემდეგ გადასცემენ, რაც რუსეთში მიმდინარე სამედიცინო ექსპერტიზა დასრულდება და შესაბამის შედეგს დადებს.

"ცხედარს მას შემდეგ გადავცემთ ოჯახს, როცა რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები გვექნება ხელზე. ცხედრის გადაცემის დროს ყველა ექსპერტიზის შედეგს თან დავურთავთ", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics