|
2018-03-01 12:40:57, 621 ნახვა
რეგიონი
ბორჯომში სამართალდამცველები არიან მობილიზებული
ბორჯომში, საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ამასთან, ქალაქის სხვადასხვა ადგილას ათობით სატვირთო ავტომობილი და ავტობუსია, რომლითაც ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ჩაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია სპეციალური დანიშნულების რაზმის ბორჯომში ჩასვლის მიზეზი, თუმცა, ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ისინი იქ მათ დასარბევად იმყოფებიან. როგორც ცნობილია მერიის წარმომადგენლები დღეს გაფიცვას აპირებენ და მასშტაბურ აქციას აანონსებენ. სამუშაო პროცესი პარალიზებულია. მერიის თანამშრომლების განცხადებით, ისინი მანამ არ გაჩერდებიან, სანამ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბორჯომის საკრებულოს თავჯდომარის გადაყენებაა. „ჩვენ მხარი დავუჭირეთ, 30-ე საკითხს, რომელიც თანამშრომლების ხელფასს ეხებოდა და დავამტკიცეთ და არც მას არ აწერს ხელს. აქედან გამომდინარე ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, რეალურად ეს არის ნიკანორ მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“, ზაზა ჩაჩანიძის საბოტაჟი ჩვენი ქალაქის და მოსახლეობის წინაშე. იქნება აქციები მოთხოვნით, რომ ადამიანები რომლენიც არ ასრულებენ კანონს, მოშორდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კვირკველიამ. ბორჯომის ტელევიზიის ინფორმაციით, საკრებულოში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სხდომაზე გუშინ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხი არ დამტკიცდა. აღნიშნულს შენობის პიკეტირება და ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ავთანდილ გალდავამ, ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.
ფოტო: ბორჯომის ტელევიზია
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)