10:56 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 17:12:20, 3139 ნახვა

რეგიონი
ერგნეთში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმიური შეხვედრა, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით გაიმართა, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხს განიხილავდნენ, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადა. ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც მათ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მიმართეს. აღნიშნულ პროცესს კი, მათივე თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელის კახა ქემოკლიძის განცხადებით,  "ის რაც ტატუნაშილთაან დაკავშირებით ხდება, ყოველგვარ მორალურ ჩარჩოებს ცდება.

რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics