00:15 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 14:50:53, 2029 ნახვა

ეკონომიკა
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია

 ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის შრაგა ბროშმას განცხადებით, საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია. 

როგორც შრაგა ბროშმა აღნიშნა, საქართველოს მიმართ დაინტერესება წარმოების სექტორს, სოფლის მეურნეობას, ტურიზმს და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს მოიცავს და ყურადღება საქართველოს მიმართ ისრაელელი ინვესტორების დიდ ინტერესზე გაამახვილა.

"საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგანაც, რადგანაც არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ პროცედურებს, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ კი საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ დაინტერესებას განაპირობებს", - განაცხადა ბროშმმა. 

მთავრობის მეთაურმა ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და საქართველო-ისრაელის დინამიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics