|
2018-02-13 18:32:50, 852 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს სელამი ალთინოქს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის როლი, რაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. აქტიურია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა როგორც კულტურულ-ჰუმანიტარულ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში. საქართველოს საპორტო ქალაქებში სისტემატურად იმართება თურქეთის საზღვაო ძალების სამხედრო და სანაპირო დაცვის ხომალდების ვიზიტები, რომლის ფარგლებშიც ნატოს ეგიდით ყოველწლიურად ტარდება ქართულ-თურქული ერთობლივი საპატრულო-საექსკორტო წვრთნები. როგორც სელამი ალთინოქმა აღნიშნა, სასურველია ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს უკვე არსებული ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები. ხოლო თურქული მხრიდან თურქეთის ეროვნული პოლიციის გენ. დირექტორის მოადგილე ალი ჩელიქი, თურქეთის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკი და სხვა ოფიციალური პირები.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)