18:46 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 17:53:33, 409 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მიუხედავად დაძაბულობისა, რუსეთის ბაზრის გახსნა შევძელით

„მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა არსებობს, ჩვენ შევძელით რუსეთის ბაზრის გახსნა  საქართველოს პროდუქციისთვის“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  EBRD–ის საინვესტიციო სემინარზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, რეგიონის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდეს.
„ჩვენს ქვეყანას გააჩნია, როლი, რომ გახდეს რეგიონული ჰაბი. გვინდა, მაქსიმალურად გავამყაროთ და უფრო მჭიდრო გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებთან.  ასევე გვინდა უფრო აქტიურად და ეფექტურად გამოვიყენოთ  ჩვენი სტრატეგიული მდგომარეობა, როგორც ევროპისა და აზიის გასაყარზე მყოფი ქვეყანა. როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე თურქეთთან, რუსეთთან გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები. რასაკვირველია უნდა აღინიშნოს, რომ არის გარკვეული დაძაბულობა რუსეთთან, მაგრამ მიუხედავად ამის გათვალისწინებით, ჩვენ შევძელით რუსეთის ბაზრის გახსნა საქართველოს სხვადასხვა პროდუქციისთვის. გარდა ამისა, ჩვენ საკმაოდ კარგი საინვესტიციო პესპექტივები გვაქვს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics