|
2018-02-09 15:59:51, 1829 ნახვა
კომენტარი
გახარია: ვგეგმავთ ვიზიტებს იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციის ატაშეების ინსტიტუტების გაძლიერებას ვაპირებთ
ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გავაძლიერებთ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრთან საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა. გახარიას თქმით, ის მიღწევა, რომელიც საზოგადოებამ მოიპოვა შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის სახით, უნდა იყოს შენარჩუნებული. „ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს კიდევ უფრო მეტი გეგმები. ვგეგმავთ ვიზიტებს იმ ქვეყნებში, სადაც ვაპირებთ ჩვენი პოლიციის ატაშეების ინსტიტუტების გაძლიერებას, მათი ეფექტურობის ამაღლებას და ასევე - იმ ქვეყნებში, სადაც დღეს პოლიციის ატაშეები არ გვყავს და სადაც პოლიციის ატაშეები უნდა გაჩნდნენ", - განაცხადა გახარიამ. დღევანდელ საგანგებო თათბირში ასევე ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ. ცნობისთვის, გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. აღნიშნულის მიზეზად ისინი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებენ. ამასთან, თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) სტატისტიკის თანახმად, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)