|
2018-02-07 12:33:14, 661 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე თურქეთის გენერალურ კონსულს მაქბულე ქოჩაკს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან მაქბულე ქოჩაკთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ზურაბ პატარაძემ ახლად დანიშნულ ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. ზურაბ პატარაძემ და მაქბულე ქოჩაკმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სფეროები განიხილეს. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ზურაბ და პატარაძემ და მაქბულე ქოჩაქმა ასევე ისაუბრეს სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის საკითხზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის კვლავაც ძველი წესით მიმდინარეობს და ეს ორი ქვეყნის წარმომადგენელთა კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობის შედეგია. „მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის ოპტიმალური და გამართული სასაზღვრო პოლიტიკის არსებობა. მჯერა, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი კონსულტაციების შედეგად მიღწეული იქნება ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი შედეგი. კარგია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები საზღვარს კვლავაც ძველი წესით კვეთენ და მათ ამ მიმართულებით პრობლემები არ ექმნებათ", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სარფის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე მოდერნიზების პროცესს. საუბრისას აღინიშნა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მგზავრებისა და ავტოტრანსპორტის გატარება უფრო გაიოლდება. „ეს ყველაფერი ჩვენს პრიორიტეტებში შედის", - ხაზი გაუსვა გენერალურმა კონსულმა. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ და თურქეთის გენერალურმა კონსულმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთის მეგობრული ურთიერთობის განვითარების საკითხებზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ამ მხრივ სულ უფრო მტკიცდება. მაქბულე ქოჩაკი თურქეთის რესპუბლიკის კონსულად ბათუმში 2018 წლის იანვრიდან დაინიშნა. (NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)