|
2018-02-05 15:14:01, 1767 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: სკოლებში სათვალთვალო კამერების დაყენების ერთადერთი მიზანი, სამართალდარღვევების დაფიქსირებაა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სკოლებში სათვალთვალო კამერების დაყენების ერთადერთი მიზანი, სამართალდარღვევის ფაქტების დაფიქსირება და შემდეგ მასზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების მოხდენაა. როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი სკოლებში საპოლიციო რეჟიმის დამყარებას მიზნად არ ისახავს: „ პოლიციას სკოლაში შიგნით არაფერი ესაქმება. კამერების დამონტაჟება არ გულისხმობს იმას, რომ საპოლიციო სისტემა იქმნება, ერთადერთი მიზანი სათვალთვალო კამერებისა, არის ის, რომ სამართალდარღვევების ეფექტიანი რეაგირებამოხდეს, ანუ სამართალდარღვევის ფაქტები დააფიქსიროს, რითაც ჩვენ შემდეგ მოგვეცემა საშუალება, რომ რეაგირება გაცილებით წრაფად და ეფექტიანად მოვახდინოთ“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)