18:46 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 11:46:50, 384 ნახვა

პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვედრას სთავაზობს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოსდამცველებს, რომლებიც ენერგეტიკის მიმართულებით EBRD-ის პოლიტიკას აპროტესტებდნენ, შეხვედრას სთავაზობს. 

როგორ აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებამდე ურჩევნია გარემოსდამცველების მოთხოვნები თანამშრომლობის ფორმატში განიხილოს.
„ვიცი, რომ იყო აქცია, ინფორმირებული ვარ. აქციის გამართვა ან პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვა, საკუთარი მიზნების მიღწევისთვის ესა თუ ის აქტივობები ტაქტიკის საკითხია, თუ ვინ როგორ ირჩევს და რას აკეთებს. მინდა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის აქციის ორგანიზატორებს შევთავაზო, რომ გარემოს დავის სამინისტროს კარი ღიაა თანამშრომლობისთვის და გადაწყვეტილების პროცესში ჩართულობისთვის. მე მზად ვარ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს ჩემთან კომუნიკაცია შევთავაზო. მირჩევნია, ყველა საკითხი თანამშრომლობის ფორმატში განვიხილოთ“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. 
შეგახსენებთ, გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს რუსთაველის თეატრთან, სადაც EBRD-ის ღონისძიება იმართება, აქცია გამართეს. ისინი EBRD-ს მოუწოდებენ, არ დააფინანსოს საქართველოში მაღალი რისკის შემცველი პროექტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics