|
2018-02-03 16:03:59, 1752 ნახვა
კომენტარი
მექვაბიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მაჩვენებელი გაიზარდოს
„შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და ყველაზე საკითხზე ნდობის ჯგუფის წევრებთან კონსტრუქციული განხილვა შედგა“, - ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მაჩვენებელი გაიზარდოს და ამ პროცესში პარლამენტს განსაკუთრებული როლი აკისრია. „ნდობის ჯგუფის სხდომაზე განხილვა შეეხებოდა შესყიდვების და ფინანსურ ნაწილს, რომელთაც გრიფით საიდუმლო ადევთ. დანარჩენ ნაწილში დასკვნები საჯაროა და გამოქვეყნებულია. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და ყველაზე საკითხზე ნდობის ჯგუფის წევრებთან კონსტრუქციული განხილვა შედგა. შევთანხმდით, რომ შეხვედრებს სისტემური ხასიათი მიეცემა და განვიხილავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც აუდიტის სამსახური ნებისმიერი შემოწმების მიმართულებით შედეგობრივად დებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მაჩვენებელი გაიზარდოს და ამ პროცესში პარლამენტს განსაკუთრებული როლი აკისრია", - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს გაეცნო. გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და უწყების სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ნდობის ჯგუფის წევრებს აღნიშნული სამინისტროების 2015-16 წლების ფინანსური საქმიანობა გააცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)