|
2018-02-02 14:49:36, 1703 ნახვა
კომენტარი
შალვა ოგბაიძე: შსს-ს ახალი ავტომობილები უზარმაზარ საბიუჯეტო თანხას დაზოგავენ
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო“, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ იაპონიის მთავრობის მიერ შსს-სთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადაცემის ცერემონიის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ექსპლუატაციის და ხარჯვის თვალსაზრისით, საპატრულო პოლიცია ხდება გარემოსადმი მეგობრულად განწყობილი, რაც დედაქალაქის საჰაერო აუზის დაცვის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მე ვიტყოდი, საპატრულო პოლიციის სატრანსპორტო საშუალებების გადაიარაღება. ამას, რა თქმა უნდა, წინ უძღვოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ასამდე ავტომობილი, ელექტრომობილები და ჰიბრიდული მანქანები, რომლებიც იაპონიის გრანტით არის საჩუქრად გადმოცემული, არ გაბნეულიყო სხვადასხვა სტრუქტურაში, არამედ გადასცემოდა ჩვენს საპატრულო პოლიციას. ეს არის მისასალმებელი. გარდა იმისა, რომ ეს ავტომობილები დაზოგავენ უზარმაზარ საბიუჯეტო თანხას, ექსპლუატაციის და ხარჯვის თვალსაზრისით, ეს სტრუქტურა ხდება უკვე გარემოსადმი მეგობრულად განწყობილი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი დედაქალაქის საჰაერო აუზის დაცვის საქმეში“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)