12:28 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 11:15:59, 1707 ნახვა

სამართალი
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების სასამართლო დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების სასამართლო პროცესი განახლდება.

დაკავებულები გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბდიშვილი 29 იანვარს გაათავისუფლდნენ. ადვოკატებმა საქმეში არსებული მასალების გასაცნობად დრო ითხოვეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და პროცესი სწორედ დღევანდელი დღისთვის ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა  ორი პირი ადმინისტრაციული წესით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა  გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბდიშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა მეტროსადგურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მეზვრიშვილის თქმით, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ ვიდეომასალაში მხოლოდ  საპატრულო პოლიციის მიერ ორი მოქალაქის  დაკავებაა ასახული. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულს წინ უძღოდა  პოლიციის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და მათი შეურაცხყოფა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
ყირგიზეთის შემდეგ კობახიძე ტაჯიკთში წავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics