|
2018-02-01 14:19:07, 1666 ნახვა
კომენტარი
#35-ე სკოლის პედაგოგი: მოსწავლეების დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა
თბილისის #35-ე საჯარო სკოლის პედაგოგის ეთერ მაისურაძის განცხადებით, მოზარდებს კონფლიქტი ორ უცნობ ბიჭთან მოუვიდათ. როგორც მაისურაძემ "რუსთავის 2"-ის ეთერში განაცხადა, დაჭრის ფაქტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. „ბავშვები ჰყვებიან, რომ ორ უცნობ ბიჭთან მოუვიდათ კამათი. ისინი აგვიხირდნენო, ასე ამბობენ ბავშვები და სწორედ ამას მოჰყვა შეკამათება და დაჭრის ფაქტიც. ისე დაგვჭრესო ამ ბიჭებმა, რომ ვერვ მივხვდითო. როდესაც სისხლი დავინახეთ საკუთარ თავზე მერე მივხვდით, რომ დაჭრილები ვართ და ვიღაცამ გადმოგვიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოშიო. ბავშვების თქმით, ორი ბიჭი იყო", - განაცხადა სკოლის პედაგოგმა. შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი გუშინ შეიყვანეს. ისინი 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)