|
2018-01-31 11:38:08, 1702 ნახვა
კომენტარი
კალაძე: პარკირების საშვები განკუთვნილია ოპერატიული ავტომანქანებისთვის - პრივილეგირებული ჩინოვნიკები არ გვჭირდება
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებსა და დედაქალაქის მთავრობის სხვა წევრებს სთხოვა, ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით, პარკირების სპეციალური საშვების გამოყენებას მოერიდონ. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარკირების სპეციალური საშვები მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანებისთვისაა განკუთვნილი. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებისთვის სარგებლობასთან დაკავშირებით, ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პარკირების სპეციალური საშვები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანებისთვის და ასევე, იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების უფროსები სხვებისთვის სამაგალითო უნდა იყვნენ. „ეს საშვები აქვთ შესაბამის სამსახურებს და მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ქალაქს და რიგითი მოქალაქეებისგან არაფრით განვსხვავდებით. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, მოადგილეებსაც ეხება ეს, სამსახურის უფროსებს და ყველა ჩვენს თანამშრომელს, ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)