|
2018-01-30 15:31:30, 1628 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანა არის ნატოში გაწევრიანება
„ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე და ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარვმართავთ",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე Heritage Foundation-ის ანგარიშს. „ჩვენი მთავარი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური ამოცანა, არის ნატოში გაწევრიანება. ასევე, ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ამ პროცესს წარვმართავთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე და ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ და სწორედ ამ მკაფიო ხედვის საფუძველზე გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკური მუშაობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის წყალობით, ქვეყანაში სტაბილურობის მაღალი დონეა შენარჩუნებულია. „ქვეყანას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა და ამ მკაფიო ხედვის საფუძველზე, ვახერხებთ მუდმივ წინსვლას და ევროკავშირის მიმართულებით და ასევე, ვახერხებთ ქვეყანაში სტაბილურობის მაღალი დონის შენარჩუნებას. ეს არის ჩვენი საერთო საგარეო პოლიტიკის მთავარი მიღწევა და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ სვლას. ჩვენი პოლიტიკის წყალობით, შეიცვალა ვითარება, რომელიც გვქონდა წინა ხელისუფლების პირობებში, ამას ღიად ვიტყვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამ პოლიტიკის წყალობით ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობის ძალიან მაღალ ხარისხს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)