|
2018-01-30 13:09:34, 1850 ნახვა
კომენტარი
მამუკა ყირიმელი: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი სრულად ჩამოიშალა
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის მამუკა ყირიმელის ინფორმაციით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ე.წ. შეკიდული ჭერი სრულად ჩამოიშალა. მისივე თქმით, ჭერის ჩამონგრევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. "ჭერის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზს გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება ფაქტს - შეტყობინებისთანავე ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მომხდარი ფაქტის შედეგად დაშავებული იყო რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მათ გაუწიეს სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განაცხადა ყირიმელმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სამართალდამცველი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მაშველებთან ერთად საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. ინციდენტის ადგილზე ასევე ქალაქის მერი კახა კალაძე და სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე მივიდნენ. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)