|
2018-01-29 17:32:07, 1590 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: თორნტონის განცხადებამ გამახსენა სპეცოპერაცია, როცა ქართველმა ჯარისკაცებმა ამერიკელები იხსნეს
ლორა თორნტონის განცხადებამ გამახსენა ერთ-ერთი სამხედრო სპეცოპერაცია ავღანეთში, როცა ამერიკელი ჯარისკაცები ალყაში მოექცნენ და ჩვენმა ჯარისკაცებმა ალყა გაარღვიეს და პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცების სიცოცხლე გადაარჩინეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. სესიაშვილის შეფასებით, გულსატკენია, როცა ასეთი განცხადება ამერიკული ორგანიზაციის ლიდერის მხრიდან კეთდება. "ეს არის ქალბატონი ლორას განცხადება, რომელსაც ჩემი აზრით ნამდვილად ვერ გაიგებდნენ სწორად ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები", - დასძნა სესიაშვილმა. შეგახსენებთ, ლორა თორნტონი "იმედთან" ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვას, რომელიც კვლევაში სამხედრო თვალსაზრისით რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შედარებას ეხებოდა,სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: ”გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ამგვარად ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”, - წერს ლორა თორნტონი Facebook-ზე. ამ განცხადების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა მას საჯაროდ ბოდიშის მოხდა სთხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)