15:10 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 15:16:15, 1807 ნახვა

კომენტარი
იზორია: ევროკავშირთან დანაშაულთან ბრძოლის, მიგრაციის მიმართულებითაც ვითანამშრომლებთ, რათა უვიზო მიმოსვლა შევინარჩუნოთ

„გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირში, არის დამსახურება იმისიც, რომ  აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირის ერთიანი  თავდაცვისა და  უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო  მიმიოსვლის შესაძლო  შეჩერების საფრთხესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო  უსაფრთხოების  სხვა მიმართულებითაც (ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა,  არალეგალური მიგრაცია) ითანამშრომლებს, რათა  ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლა შეინარჩუნოს:

„ჩვენ ვართ როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა, გუშინ ჩვენ გვარდიის 20-ეული ვროკავშირის სამხედრო საწვრთნელი მისიის ფარგლებში  მივავლინეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. აე რომ, ჩვენ, როგორც პარტნიორები, ვართ დაფასებული, მათ შორის ამ კონტრიბუციის გამო, და ბუნებრივია, გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირში, არის სწორედ დამსახურება იმისიც, რომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირის ერთიანი  თავდაცვისა და  უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში და  ვითანამშრომლებთ ასევე უსაფრთხოების  სხვა მიმართულებითაც, როგორიც არის  ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ან  არალეგალური მიგრაციაც იმისთვის, რომ  მაქსიმალური გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირში“,-განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics