|
2018-01-24 12:36:12, 1852 ნახვა
კომენტარი
ბექა წიქარიშვილი: მქონდა განცდა, რომ ქვა უსამართლობის კერას ვესროლე
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებლის, ბექა წიქარიშვილის სასამართლო პროცესი დაახლოებით ერთი საათით გადაიდო. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარემ საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვა. ამასთან, თავად წიქარიშვილი სხდომის განახლებამდე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ბექა წიქარიშვილმა, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, განაცხადა, რომ „ბახალასთვის“ 8 წლიანი პატიმრობის შეფარდება "სასამართლოს სირცხვილია". „ჩემი გუშინდელი ქმედება პროტესტით იყო გამოწვეული, აღელვებით და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც „ბახალას“, გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სასამართლომ გამოიტანა, ანუ უსამართლო გადაწყვეტილებით. არ მქონია განცდა, რომ სასამართლოს ფანჯარას ვესროლე, მქონდა განცდა, რომ უსამართლობის კერას ვესროლე. „ბახალას“ განაჩენი არის სასამართლოს კიდევ ერთი სირცხვილი. შორენა გუნცაძეს შეუძლია, ჩაეწეროს ბადრი შონიას რიგში იმიტომ, რომ ბოლო დროს გამოიკვეთა სასამართლოს ორი სამარცხვინო სახე“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა. გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ განაჩენის გამოტანის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა დააკავეს. „სასამართლოს ეზოში დაკავებულია 2 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). ასევე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მინის ჩამტვრევის ფაქტზე“, - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)