|
2018-01-23 17:33:05, 1778 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: როდესაც ადამიანს არ უმტკიცდება ნარკოტიკის გაყიდვა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა არაადამიანურია
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, როდესაც ადამიანს არ უმტკიცდება ნარკოტიკული საშუალების გაყიდვა, მისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა არაადამიანურია. ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას მსახიობ გიორგი გიორგანაშვილთან დაკავშირებით საკუთარი სტატუსის გამო არ შეაფასებს. მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს, რომ გიორგი გიორგანაშვილის ნაირი ადამიანები ციხეში არ ისხდნენ. "მე არ ვაკეთებ სასამართლო გადაწყვეტილებაზე კომენტარს. ეს პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელია. დამნაშავეს და უდანაშაულს დაადგენს სასამართლო სისტემა. არსებობს კიდევ ორი ინსტანცია და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს შესაბამისი გადაწყვეტა ექნება. თვითონ ფაქტი, რომ არსებული კანონმდებლობით ადამიანს უმტკიცდება, რომ ჯიბეში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და პარალელურად არ უმტკიცდება, გაყიდვა-გასაღების ფაქტი და ის მიდის 8 წლით ციხეში - თვითონ ეს კანონმდებლობის ნორმა არის ჩემი აზრით არაადამიანური და სწორედ ამ კუთხით ვამბობთ ჩვენ, რომ უნდა გავაადამიანუროთ ნარკოპოლიტიკა. თუ პირი არის გამსაღებელი ის უნდა დაისაჯოს დაუნდობლად, მათ შორის 8 წლით და უფრო მეტი ვადითაც, მაგრამ თუ ის არის მომხმარებელი და პირადი მიზნებისთვის ფლობს მცირეოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებას მის მიმართ, პოლიტიკა უნდა იყოს ლიბერალური", - განაცხადა ზოიძემ. დეპუტატის განმარტებით, იმ ნივთიერებაზე, რომელიც გიორგი გიორგანაშვილის შემთხვევაში იყო ამოღებული, არანაირი ზღვრული ოდენობა არ არის განსაზღვრული. "სამწუხაროდ იმ ნივთიარებაზე, რომელიც ბატონი გიორგანაშვილის შემთხვევაში იყო ამოღებული არ არის განსაზღვრული არანაირი ზღვრული ოდენობა, არანაირი პირადი მოხმარების ოდენობა, და ამის გამო ნებისმიერი ოდენობა ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. ნებისმიერი ოდენობა ითვლება ნარკოტიკების გაყიდვად-გასაღებად-გავრცელებად და ამის გამო სასამართლო ხელისუფლებას შეზღუდული აქვს დისკრეცია ინდივიდუალურად განეხილა ბატონი გიორგანაშვილის საქმე, რომელსაც არამგონია რომ პირადად ამ ადამიანს საზოგადოებისთვის რაიმე ზიანი მიეტანოს ან გაევრცელებინოს. მთლიანად ვიზიარებ პათოს და პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას, რომ ვგრძნობთ, სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა. ჩვენ გვინდა, რომ ბატონი გიორგანაშვილისნაირი ადამიანები არ ისხდნენ ციხეში 8 წლით და ცხოვრება არ გაემრუდოთ. აუცილებელია, რომ კანონმდებლობა შეიცვალოს. გამსაღებლებთან დაუნდობელი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)