19:43 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-20 13:38:26, 3797 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას განცხადებით, მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

როგორც ჭანტურიამ "კურიერის" ეთერში განაცხადა, მას მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ.

"გამომართვეს ტელეფონი. არ მომცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება. ჩემზე პრაქტიკულად ზეწოლა განხორციელდა, რომ ეს იყო ჩემი ჩადენილი და მთხოვდნენ, რომ დანაშაული მეღიარებინა", - განაცხადა ჭანტურიამ.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. გიორგი ჭანტურიამ გუშინ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას  გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics