06:13 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 17:44:04, 2149 ნახვა

სამართალი
მამაკაცს, რომელიც თემქაზე სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, დამცავი ღვედი არ ეკეთა

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც თემქაზე სამშენებლო ობიექტის მესამე სართულიდან გადმოვარდა,დამცავი ღვედი არ ეკეთა და სპეცფეხსაცმელი არ ეცვა.

ობიექტი შრომის ინსპექტორებმა დაათვალიერეს. ისინი სრულყოფილ დასკვნას მოკვლევის დასრულების შემდეგ გააკეთებენ:

„თუ რამდენად ჰქონდა ობიექტს საფრთხეები, რისკები შეფასებული, იდენტიფიცირებული, მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია  გითხრა, როცა დამსაქმებელი შესაბამის დოკუმენტაციას მოგვაწოდებს“, - განაცხადა შრომის ინსპექტორმა მაია მიქაძემ.

ცნობისთვის, 2013-2016 წლებში სამუშაო ადგილებზე  169 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა. არასამთავრობო სექტორი  შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით,  დაუყოვნებლივი ზომების მიღების აუცილებლობაზე  საუბრობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics