|
2015-05-12 17:24:20, 786 ნახვა
ეკონომიკა
სერ სუმა ჩაკრაბატი: ჩვენ გვსურს, საქართველოში არსებული საინვესტიციო პერსპექტივები შევცვალოთ
"ჩვენთვის დიდი პატივია თბილისში ყოფნა და ის, რომ წვლილი შევიტანოთ რეფორმების დაჩქარებაში, რათა საქართველოს ეკონომიკა გახდეს მიმზიდველი, როგორც საინვესტიციო ქვეყანა",-ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სენ სუმა ჩაკრაბატიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრისას პრემიერ-მინისტრისგან შეიტყო, რომ 2014 წელი საგარეო ინვესტიციების შემცირების წელი იყო და მათ სურთ, საქართველოში არსებული საინვესტიციო პერსპექტივები შეცვალონ. "დავიწყებ EBRD-ის ვალდებულებებზე ხაზგასმას. ეს არის საერთაშორისო კლიმატის გაუმჯობესება.ეს კურსი დაახლოებით, 20 წელია ძალაშია.დაახლოებით, 22 წლის განმავლობაში 2,6 მილიარდი ევროს ინვესტიცია მოვახდინეთ 180-მდე ინდივიდუალურ პროექტში საქართველოში. ჩვენი ინვესრტიცია ნებისმიერი გარდამავალი ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე უმაღლესია. 2013 წელი გახდა სარეკორდო წელი საქართველოში, 234 მილიონი ევრო, 13 პროექტი. ჩვენ ვართ უდიდესი ინვესტორი და გვაქვს ვალდებულება, კიდევ მეტი გავაკეთოთ შემდეგ წლებში. 2014 წელი სამწუხაროდ, როგორც პრემიერ-მინისტრმა მომახსენა, იყო საგარეო ინვესტიციების შემცირების წელი და ჩვენ გვინდა შევცვალოთ საქართველოში არსებული საინვესტიციო პერსპექტივები ყველა ჩართული წევრის მონაწილეობით და ჩვენ გვჭირდება ბიძგი მივცეთ ზრდას რეგიონში",-განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბატიმ. ამასთან, ევრობანკის პრეზიდენტის განმარტებით, მიესალმება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინვესტორთა საბჭოს უხელმძღვანელებს.ჩაკრაბატის თქმით, საქართველო აღნიშნული ინიციატივით, კერძო სექტორის განვითარების კუთხით, შემდგომი გაუმჯობესებისკენ სერიოზულ ნაბიჯს დგამს. "ინვეტორთა საბჭო ჩვენთვის, მთავრობისთვის, კერძო სექტორისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის გახლავთ უმთავრესი პლატფორმა იმისათვის, რომ მოხდეს პოპულარიზაცია და ბიძგი მიეცეს დიალოგს კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის, მოხდეს სტიმულირება ინვესტიციების,იმ ბარიერების მიმართვა რომლის წინაშეც ინვესტორები დგანან და საქართველო აღნიშნული ინიციატივით ძალიან სერიოზულ ნაბიჯს დგამს შემდგომი გაუმჯობესებისკენ კერძო სექტორის განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერი უხელმძღვანელებს აღნიშნულ საბჭოს.ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თბილისში ყოფნა იმისათვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეფორმების დაჩქარებაში, რათა საქართველოს ეკონომიკა გახდეს მიმზიდველი, როგორც საინვესტიციო ქვეყანა.ამ კვირის განმავლობაში აქ ჩვენ ერთად განვიხილავთ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაფართოოთ ის ვალდებულებები და როგორ დავუპირისპირდეთ გამოწვევებს, რომლებიც დგას რეგიონში. საქართველოში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებია-გლობალურ ეკონომიკური კრიზისი, გეოპოლიტიკური დაძაბული სიტუაცია. ვეცდებით დაუყოვნებლივ მივმართოთ ამ საკითხებს და ვიმუშაოთ ხანგრძლივ პერსპექტივაზე. ჩემი აზრით, ჩემი სტრუქტურის აზრით, თბილისი საუკეთესო ადგილია, რათა ასეთი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული",-განაცხადა სან სუმა ჩაკრაბატიმ.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)