|
2018-01-11 15:25:00, 1656 ნახვა
კომენტარი
კობახიძე მაჩალიკაშვილის საქმეზე: სამართალდამცავი ორგანოებისგან ინფორმაციას უნდა დაველოდოთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, გამოძიების დასრულებამდე პოლიტიკური განცხადებებისგან თავი ყველამ უნდა შეიკავოს. „მთავარია, რომ ჩვენ დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისში დღეს დაკრძალეს. მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარნაგელოზის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. ის 2 კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა მისი გარდაჩენა ვერ მოხერხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)