|
2018-01-08 21:14:09, 1759 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: შეწყალების დისკრეცია არ მოიცავს უფლებას, პრეზიდენტი დამნაშავეებს გაურიგდეს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეწყალების დროს, პრეზიდენტს ძალიან ფართო დისკრეცია აქვს, თუმცა ეს არ მოიცავს უფლებას, რომ ქვეყნის მეთაური კონკრეტულ დამნაშავეებს გაურიგდეს: „შეწყალების დროს ნებისმიერ პრეზიდენტს აქვს ძალიან ფართო დისკრეცია, თუმცა ეს დისკრეცია არ არის შეუზღუდავი და ეს დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას,რომ ადამიანი, პრეზიდენტი, გაურიგდეს კონკრეტულ დამნაშავეებს და ამ გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ სცნო და მას ამნისტიით, საბოლოო ჯამში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ სააკაშვილის მიმართ განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით რამდენჯერმე მიმართა. მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბრალდება სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)