07:53 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 13:36:10, 1996 ნახვა

კომენტარი
რადას დეპუტატი: სასამართლოს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდეს

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა იურიდიულ საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში მისი დეპორტაცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი იგორ მოსიჩუკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

როგორც მოსიჩუკმა აღნიშნა, სააკაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სცნეს დამნაშავედ.

"ქართველი იანუკოვიჩი....თბილისის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და მას ამნისტიით, საბოლოო ჯამში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სანამ სააკაშვილი საქართველოში პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, მან 3 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც მკვლელობაში იყვნენ ბრალდებულები. ეს წმინდა სისხლის სამართლის საქმეა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა იურიდიულ საშუალებას იძლევა, რომ სააკაშვილის დეპორტაცია უმალვე განხორციელდეს", - წერს დეპუტატი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics