21:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 18:28:57, 1039 ნახვა

რეგიონი
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ავტოპარკი განაახლა

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ავტოპარკი განაახლა.

ცენრტში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მერის მოადგილე ლელა სურმანიძე იმყოფებოდნენ. ისინი პერსონალს შეხვდნენ და ახალი ავტომობილების შეძენა მიულოცეს.

,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების კუთხით ქალაქი მზად არის სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს მოსახლეობას. დღეს შეგვემატა თანამედროვე საშუალებებით აღჭურვილი 6 ახალი ავტომანქანა. ეს ქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია“, - განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.

ცენტრმა ავტოპარკი 6 ერთეული ფიატის მარკის ავტომობილით განაახლა. ავტომობილების ღირებულება 518 ათას ლარს შეადგენს. ახალი ტრანსპორტი აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით. აღნიშნული ავტომობილებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბალანსზე რიცხული ძველი ავტომობილები ჩანაცვლდა. აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის განახლება შარშანაც განხორციელდა. ცენტრმა მაშინ 4 ერთეული ფოლკსვაგენის მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძინა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 13 ბრიგადა ჰყავს. ზამთრის სეზონზე დამატებით 2 ბრიგადა მუშაობს.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics