|
2017-12-25 11:30:16, 2061 ნახვა
სამართალი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომელი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, გამოავლინეს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი, რაზეც კანონის შესაბამისად, მეწარმის მიმართ უნდა გაფორმებულიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. ამის მაგივრად, ბრალდებულებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მეწარმე სუბიექტისათვის გამორჩენის მიღების მიზნით, გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება არ განახორციელეს. აღნიშნული ქმედებით კი, სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიადგა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)