|
2017-12-21 16:28:32, 1556 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: SGS-თან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს მხოლოდ ტვირთების აღრიცხვას და არა სხვა დამატებით ვალდებულებებს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მხარესა და შვეიცარულ კომპანია SGS (Société Générale de Surveillance SA)-ს შორის კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით ისაუბრა. "შემოსავლების სამსახურსა და შვეიცარულ კერძო კომპანიას შორის ხელმოწერილი კონტრაქტი წარმოადგენს საიმპლემენტაციო ხელშეკრულებას იმ ყველასთვის კარგად ცნობილი ძირითადი კონტრაქტისა, რომელიც გაფორმდა 2011 წელს, რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს და რომლითაც აგრეთვე განსაზღვრული იქნა სავაჭრო კორიდორების ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები. SGS-თან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს მხოლოდ 2011 წლის კონტრაქტის პირობებით განსაზღვრული საერთაშორისო ტრანსპორტირების ფარგლებში ტვირთების აღრიცხვას და არ მოიცავს სხვა არავითარ დამატებით ვალდებულებებს. ტვირთების ტიპი, დრო და რეგულარულობა არის მხოლოდ საქართველოს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და არავითარი კავშირი არ აქვს შვეიცარულ კომპანიასთან", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისივე განცხადებით სავაჭრო დერეფნები ასევე განსაზღვრულია 2011 წლის შეთანხმების თანახმად. საკითხის კომენტირებისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება, და ყველა პარტნიორი, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში, პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს ბერნში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, გაიმართა მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი საქართველოს მხარესა და შვეიცარულ კომპანია SGS (Société Générale de Surveillance SA)-ს შორის რომლის დასასრულსაც, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ხელი მოაწერა შესაბამის კონტრაქტს კომპანია SGS-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ" საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი. 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისათვის, საჭიროა, რომ ასევე რუსეთის მხარემ ხელი მოაწეროს ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარულ კომპანიასთან და შესაბამისად, მხარეებმა დაიწყონ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)