21:16 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 18:25:43, 1983 ნახვა

კომენტარი
ექიმი დაჭრილ მოზარდზე: თითქმის 1 ლიტრი სისხლი დაკარგა, 4-5 ჭრილობა აქვს მიყენებული დანით

ინგოროყვას კლინიკის ექიმის ვახტაგ ქაცარავას განცხადებით, პირველი რესპუბლიკის ბაღში დაჭრილმა მოზარდა თითქმის ერთი ლიტრი სისხლი დაკარგა.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს დაახლოებით 4-5 ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ასევე დაზიანება აღენიშნება ფილტვის არეში.

"შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში, ჰემორაგიული შოკით, წნევა ჰქონდა დაბალი სისხლდანაკარგის გამო. ჩაუტარდა ოპერაცია, გულ-მკერდი გაიხსნა, ასევე ინახა სისხლმდენი ადგილები. აღინიშნება ნეკნთაშორის არტერიის და ფილტვის დაზიანება, პერიკარდიუმის დაზიანება. გულის დაზიანება საბედნიეროდ არ არის, გადარჩა. დანით მიყენებული ჭრილობები აქვს გულ-მკერდისა და მუცლის არეში. სულ დაახლოებით 4-5 ჭრილობა აქვს მიყენებული დანით. ყველაზე რთული ჭრილობა იყო სისხლძარღვის ჭრილობა, რომელმაც სისხლდენა გამოიწვია - თითქმის ერთი ლიტრი სისხლი იყო ჩაღვრილი. 15 წლის ასაკისაა პაციენტი და ეს იყო მისთვის ძალიან მძიმე სისხლდანაკარგი. თუმცა, სისხლდენა ოპერაციის დროს გაჩერდა, პაციენტს გადაესხა სისხლი და ახლაც მიდის გადასხმა. წნევა სტაბილურია. მე ვერ ვიტყვი, ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე, მაგრამ მგონი უფრო სიკეთისკენ მივდივართ“, - განაცხადა ქაცარავამ.

ცნობისთვის, მოზარდი დღეს პირველი რესპუბლიკის პარკში დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics