|
2017-12-18 10:34:54, 1786 ნახვა
კომენტარი
მსოფლიო პატრიარქი: ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანად არ წარდგა
„სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ რაიმე დამაჯერებელ მიზეზს, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანად არ წარდგა“,-ამის შესახებ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა განაცხადა. მსოფლიო პატრიარქმა „იმედთან“ საუბარში ც კრეტის კრებაზე და რამდენიმე ეკლესიის, მათ შორის საქართველოს ეკლესიის არდასწრების შესახებ ისაუბრა. „კრებას, როგორც ცნობილია, მრავალი წელი ვამზადებდით. ამ პროცესში ჩართული იყო ყველა მართლმადიდებელი ეკლესია. გადავლახეთ უამრავი დაბრკოლება და ბოლო შეხვედრაზე ჟენევაში, 2016 წლის იანვარში, დასრულდა მოსამზადებელი პერიოდი. ხელი მოვაწერეთ დიდი კრებისთვის მოსამზადებელ დოკუმენტებს, ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია და ყველამ ერთად შევარჩიეთ თარიღიც და ადგილიც. ერთი სიტყვით, 50-წლიანი სამზადისის შემდეგ ყველაფერი მზად იყო კრების ჩასატარებლად. გაიარა თებერვალმა, მარტმა, აპრილმა, თითქმის მაისმა და ამ თვეების განმავლობაში არანაირი შეტყობინება არ მოსულა არცერთი ეკლესიიდან. როდესაც ვემზადებოდით კრეტაზე გასამგზავრებლად, გამგზავრების წინ, ოთხმა ეკლესიამ, მათ შორის საქართველომ, უეცრად განაცხადეს, ჩვენ ვერ ჩამოვალთო. წარმოადგინეს სხვადასხვა არგუმენტი, რომლებიც არ იყო დამაჯერებელი და მოითხოვეს კრების გადადება, მაგრამ ასე შეიძლებოდა კრება კიდევ გადადებულიყო. ვინაიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვქონდა 2016 წლის დასაწისში, ვთქვით, რომ ეს იყო ნება ღვთისა და გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა კრება იმ ოთხი ეკლესიის გარეშე. თქვენ მკითხეთ, ხედავთ თუ არა რაიმე გამამართლებელს, რომ არ ჩამოვიდნენ კრებაზე. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ რაიმე დამაჯერებელ მიზეზს, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანად არ წარდგა. ეს კი არ მიაგებს პატივს მართლმადიდებლობას და არც იმ ოთხ ეკლესიას, რომლებმაც არ სცეს პატივი მართლმადიდებლობას და არც თავიანთ ხელმოწერებს ჟენევაში. ამას განსჯის ღმერთი და ისტორია! ვფიქრობ უნდა აღიარონ კრეტაზე მიღებული გადაწყვეტილებები“,-განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)