16:04 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 12:07:39, 427 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოში უდიდეს ბოროტებაზე გამარჯვების დღეა

მსოფლიოში უდიდეს ბოროტებაზე გამარჯვების დღეა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის პარკში, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო გმირების ქვეყანაა.

„მივესალმები ჩვენს უწმინდესობას, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას და ძვირფას ვეტერანებს, სტუმრებს, რომლებიც ჩამოვიდნენ არა მხოლოდ რეგიონებიდან, არამედ უცხოეთიდან. დღეს არის დიდი დღე, მსოფლიოში უდიდეს ბოროტებაზე გამარჯვების დღე - ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი. ჩვენი ქვეყანა გმირების ქვეყანაა. ამ ომში 350 ათასი მეომარი გმირულად დაეცა. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. განსაკუთრებულად მინდა მივესალმო მელიტონ ქანთარიას შვილს, რომელიც აქ იმყოფება. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან ერთად უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანის რეჟიმმა თურქული კინოს ვარსკვლევები, მომღერლები და ოპოზიციონერების შვილებიც დააკავა
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics