19:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 16:11:18, 849 ნახვა

რეგიონი
ბათუმის სტადიონის მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

"ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე", - ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი" ააშენებს.

დოკუმენტს შპს „სტადიონის" დირექტორმა სულხან ხალვაშმა და შპს „ანაგის" დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მოაწერეს ხელი.

„შპს „ანაგის" მიერ წარმოდგენილი სტადიონის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვა 99 448 408,56 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეა. სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, სპორტსმენების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics