|
2017-12-13 16:42:20, 1803 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: მთავრობის პოლიტიკური მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაციაა
"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პარალელურად, მნიშვნელოვანია თუ როგორია ჩვენი ეკონომიკის პოზიციონირება მსოფლიო ეკონომიკაში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობის პოლიტიკური მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. „შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი რეფორმები აისახოს ქვეყნის პოზიციაზე საერთაშორისო საინვესტიციო თვალსაზრისით. რამდენიმე წლის წინ, მთავრობის ფასიანი ქაღალდები ივაჭრებოდა მეზობელი და სხვა დსთ-ის ქვეყნების მსგავსად. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი ევრობონდების მაჩვენებლები და მათი დინამიკა დაუახლოვდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს, როგორიცაა რუმინეთი, ხორვატია, პორტუგალია და სხვ. ქვეყნები, რომელთაც განთავსებული აქვთ ფასიანი ქაღალდები აშშ დოლარით". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც საერთაშორისო საფინანსო ბაზარი საქართველოს ევროპულ ქვეყნად მიიჩნევს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)