|
2017-12-12 17:53:51, 1974 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: დღევანდელ კონსტიტუციაში უშიშროების საბჭოს სტატუსი პარადოქსული და აბსურდული ნორმითაა გაწერილი
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტურობის მატარებელი ორგანოა: „კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო-ჩვენ ვაუქმებთ აბსოლუტურად არაქმედით, ნულოვანი ეფექტურობის მატარებელ ორგანოს. მე პირადად გახლავართ უშიშროების საბჭოს წევრი, მისი ფუნქცია არის თავდაცვის ორგანიზება და სამხედრო აღმშენებლობა, რაც არის რეალურად მთავრობის უფლებამოსილება. სრულიად პარადოქსული, აბსურდული და ნონსესური ნორმაა მოცემული დღევანდელ კონსტიტუციაში, რომლითაც არის გაწერილი უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები და სტატუსი. აქედან გამომდინარე იყო უპირობოდ აუცილებელი უშიშროების საბჭოს გაუქმება, რომ არ ყოფილიყო დისონანსი კონსტიტუციურ სისტემაში. ვაყალიბებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)