|
2017-12-11 12:38:12, 1674 ნახვა
კომენტარი
იანოშ ჰერმანი: ყველა ჩვენი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულებაზე გადავდივართ
პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის რიგით მე-2 ერთობლივ კონფერენციაზე: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა. მან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წვლილზე ისაუბრა. ასევე, ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს მუშაობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაახლოების თვალსაზირით: „საქართველოს ეროვნული პლატფორმის როლი, სამოქალაქო საზოგადოების როლი, თქვენი ორგანიზაციების როლი არის ფუნდამენტური მთელ ამ პროცესში. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან ხშირად საუბრობს იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უნდა განხორციელდეს მონიტორინგი და კონტროლი, მაგრამ მეორეს მხრივ, იმედი გვაქვს, ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ამ განხორციელებული ნაბიჯების შედეგად მივიღო მნიშვნელოვანი შედეგები ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. ჩვენ უფრო მეტად უნდა ავუხსნათ ხალხს, რა სარგებელი შეიძლება მიიღონ ამ თანამშრომლობიდან და რა საფრთხეები შეიძლება დადგეს, თუ ეს არ იქნება განხროციელებული. მეტად მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა პრაქტიკული განხორციელების დონეზე, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ ჩვენი ერთობლივი გადაწყევტილებები იყოს აღსრულებული და განხორციელებული. როგორ განვავითარებთ ჩვენ სამომავლო ურთიერთობებს და თანამშრომობას, ან როგორ შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაახლოების თვალსაზრისით, როგორ შეიძლება რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა და თავად ასოციაცია უფრო დაიხვეწოს და ჩამოყალიბდეს, რათა უკეთესი შედეგები მივიღოთ. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გადავდივართ ყველა ჩვენი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულებაზე და აქ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი, რომ ერთობლივად განვიხილოთ გრძელვადიანი მომავლის მნიშვნელოვანი საკითხები“,-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)