14:08 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 13:28:42, 2128 ნახვა

სამართალი
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სააპელაციო სასამართლო დატოვა

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დღეიდან სააპელაციო სასამართლოში დაიწყო.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა. მან ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამასთან დეკანოზმა მედიას საქმის გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.

ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომების დახურვა მოითხოვა და მიზეზად საქმეში პირადი ინფორმაციების არსებობა დაასახელა.

ამასთან, პროკურორ ზვიად გუბელაძის განმარტებით, ბრალდება სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ მოტივის ნაწილს აპროტესტებს. კერძოდ, პროკურატურა მიიჩნევს, რომ მკვლელობის მომზადებისას შურისძიების მოტივთან ერთად, მამალაძეს ანგარების მოტივიც ამოძრავებდა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები სხდომის საჯაროობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics