08:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 11:52:44, 2130 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ბანკი საქართველოში 2017 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

თიბისი ბანკი 2017 წლის საუკეთესო ბანკი გახდა საქართველოში. ეს სტატუსი ბანკს მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა „The Banker" მიანიჭა.

აღიარება თიბისი ბანკმა ძლიერი ფინანსური შედეგების, მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტისა და საუკეთესო ციფრული სერვისების შეთავაზებისთვის მიიღო.

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს წარმატებას და კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ახალი გამოწვევებისთვის  და იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო საბანკო სერვისები შევთავაზოთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

თიბისი ბანკმა „The Banker" -ის პრესტიჟული ჯილდო 2002 წლიდან დღემდე უკვე მეცხრედ მიიღო.

გავლენიანი ფინანსური გამოცემა "The Banker", რომელიც 1926 წლიდან გამოდის, ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი ფინანსური შედეგებისა  და მიღწევების გათვალიწინებით.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics