2017-12-05 13:23:06, 1568 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე სააკაშვილის დაკავებაზე: მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო
„მიხეილ სააკაშვილი ყველანაირ ავანტიურას მიმართავს, რომ ისევ აქტუალური იყოს“, - ასე გამოეხმაურა უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
„რა ინფორმაციებსაც ვისმენთ, მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ის ყველანაირ ავანტიურას მიმართავს, რათა ისევ დარჩეს აქტუალური. საქართველოში ეს აღარ მოხდება. იმედია უკრაინელებიც მალე გაიცნობენ. ჩვენ ცოტა დიდი ხანი დაგვჭირდა. მან საქართველოს მოქალაქემ თავის დროზე საქართველოში ჩაიდინა დანაშაულები, რაზეც შესაბამისი განაჩენია დამდგარი", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
ავტორი: ,