13:27 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 12:35:36, 1597 ნახვა

კომენტარი
ჯაში: გვჭირდება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ძალადობის ყველა ფორმის გამოვლენას ნულოვან ტოლერანტობას გამოუცხადებს

„აუცილებლად გვჭირდება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გამოუცხადებს ნამდვილად ნულოვან ტოლერანტობას ძალადობის ყველა ფორმის გამოვლენას“,-ასე გამოეხმაურა კიდევ ერთხელ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში თბილისში, ხორავას ქუჩაზე  სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ ჩხუბს, რომელიც  ორი არასრულწლოვანის გარდაცვალებით დასრულდა.

„თუნდაც  პოლიციისა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობა, ჩვენ არ უნდა მოვიაზროთ დისციპლინურ და საპოლიციო რეჟიმის დანერგვად სკოლებში. ეს უნდა იყოს ბალანსი, როგორც სოციალურეი სერვისების, ისე განათლების“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ცნობისთვის, პირველ  დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის  შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics