|
2017-12-04 11:06:00, 1712 ნახვა
კომენტარი
გახარია არასრულწლოვნების საქმეზე: გარწმუნებთ, რომ დეტალები უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული
„მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული დეტალები უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყველა ადამიანი, ვინც მომხდარში მონაწილეობდა, უმკაცრესად იქნება დასჯილი. „ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს სიტუაციაში ობიექტურობისა და სამართლიანობის ხარისხი. მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული დეტალები უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული. როდესაც გამოძიების პროცესი დასრულდება, ყველა ადამიანი, ვინც პირადად იღებდა მონაწილეობას ამ დანაშაულში ან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მასთან, უმკაცრესად, ობიექტურად და რაც მთავარია, სამართლიანად იქნება დასჯილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მინისტრი საქმის ერთ-ერთი მოწმის მამის პროკურატურაში მუშაობის ფაქტსაც გამოეხმაურა: „მინდა, გამოვეხმაურო იმ აზრთა სხვადასხვაობას და ერთმნიშვნელოვნად ლოგიკურად დასმულ შეკითხვებს, რომლებიც გამოიწვია ერთ-ერთი მოწმის მამის მთავარ პროკურატურაში მუშაობის ფაქტმა. მსურს აღვნიშნო, რომ აღნიშნულ ლეგიტიმურ შეკითხვებს მთავარმა პროკურატურამ პასუხები უკვე გასცა და ჩვენი ინფორმაციით, ამ ადამიანმა, თავისივე სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა, რათა არ მოხდეს სხვადასხვა ინტერპრეტაცია ისეთი მძაფრი და სენსიტიური თემის, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ“, - განაცხადა შს მინისტრმა. შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას ორი მოსწავლე დაჭრეს. მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე მოსწავლეს, იგი დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი უკვე დააკავა. უწყების ინფორმაციით, დადაგენილია ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა, რომლის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)