23:23 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 17:43:49, 901 ნახვა

სამართალი
გურამ დონაძე: ბუტა რობაქიძეს იარაღი არ ჰქონია

ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულ გურამ დონაძის განცხადებით,  სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს იარაღი არ ჰქონია. 

ამის შესახებ დონაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით,  მოწმეები ამ ხნის განმავლობაში  ამბობდნენ, რომ ბუტა რობაქიძეს  იარაღი ჰქონდა.

„საქმეში არც წინა და არც ახლანდელ გამოძიებაში არსად არ წერია, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძეს იარაღი ედო ან გარდაცვალებამდე ან გარდაცვალების შემდეგ. ძალიან გთხოვთ,  საზოგადოებას ერთხელ და სამუდამოდ უთხარით სიმართლე , რომ ამირან (ბუტა რობაქიძეს იარაღი არ ჰქონია. ამას მეც ვადასტურებ და გამოძიებაც. სასამართლო და გამოკვლევები დაადგენს ვის რა ჰქონდა“,-განაცხადა გურამ დონაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics