|
2015-05-07 17:41:56, 765 ნახვა
სამართალი
სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძის და ვაჟა ნარიმანიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილი დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. საგამოძიებო უწყების ცნობით, დავით კუბლაშვილი 2014 წლის 28 აგვისტოს სამართალდამცველებმა თანასოფლელების ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძისა და ვაჟა ნარიმანიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაბა ადიგენში მამა-შვილს დავით და მირზა კუბლაშვილებს შელაპარაკება მოუვიდათ ბექა სირბილაძესთან, მის ძმასთან ბორის სირბილაძესთან, გიორგი სირბილაძესთან, ვაჟა ნარიმანიშვილთან და მამუკა სირბილაძესთან. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დავით და მირზა კუბლაშვილებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დავით კუბლაშვილმა შურისძიების მიზნით საკუთარი სახლიდან აიღო მისი კუთვნილი სანადირო თოფი და ბექა სირბილაძის, ბორის სირბილაძის, გიორგი სირბილაძის და ვაჟა ნარიმანიშვილის მიმართულებით მოახდინა რვა გასროლა, რის შედეგადაც ადგილზე მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ ბორის სირბილაძე, გიორგი სირბილაძე და ვაჟა ნარიმანიშვილი, ხოლო ბექა სირბილაძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. დავით კუბლაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით დ.კუბლაშვილს სასჯელის საბოლოო სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)