13:26 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 17:35:33, 481 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: გვინდა, რომ საქართველოს ყველა ქალაქი ვიდეოკამერებით აღიჭურვოს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის,  განცხადებით, სურვილი აქვთ, რომ საქართველოს  ყველა ქალაქი ვიდეოკამერებით  აღიჭურვოს, თუმცა ამისათვის თანხები ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა გამოყონ.
ამის შესახებ გომელაურმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
"ვიდეოკამერებთან დაკავშირებით, ეს ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. წელს ბათუმი თითქმის სრულად გადაიფარა და დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ არჩილს. მისი დახმარებით მოხდა გადაფარვა. ეს პრობლემა დგება ხოლმე იქედან გამომდინარე, რომ თანხები ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა გამოყონ. ჩვენ ნამდვილად მივესალმებით და ძალიან გვინდა, საქართველოს ყველა ქალაქი ვიდეო კამერებით აღიჭურვოს",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics