13:25 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 16:41:49, 479 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: კონფრონტაციის პოლიტიკა, რამაც შეიძლება შეუქცევად დაძაბულობას ხელი შეუწყოს, აღარ არსებობს

"კონფრონტაციის პოლიტიკა, რამაც შეიძლება შეუქცევად დაძაბულობას ხელი შეუწყოს, პრაქტიკულად აღარ არსებობს",-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, კითხვებზე პასუხის გაცემის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, შექმნილ პოლიტიკური ვითარებაში მთავარი ყურადღება  რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკისა და ანექსიის მიმართულებით, საერთაშორისო საზოგადოების  მობილიზებას ექცევა.

„აქტიური გამოწვევის ფონზე, რომელსაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, განსაკუთრებით ყურადღება, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკისა და ანექსიის მიმართულებით, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას ექცევა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით გარკვეული შედეგები გვაქვს. ჩვენი საქმიანობის შედეგად, მოისპო და კონფრონტაციის პოლიტიკა, რამაც შეიძლება შეუქცევად დაძაბულობას ხელი შეუწყოს, პრაქტიკულად აღარ არსებობს. თუმცა, ეს ტაქტიკური მუდმივი პოლიტიკაა, რადგან რუსეთის მხრიდან გამოწვევები ყოველდღე არსებობს და ამ მიმართულებით, შესაბამისად ყოველდღიური ყურადღებაა საჭირო",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის კითხვაზე- თუ არის აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის წარმოების სერიოზული  წინაპირობები, ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი დიალოგის კუთხით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან სერიოზული მიღწევებია, რადგან ისინი, ყველაფრის მიუხედავად, სცდილობენ, შედარებით დამოუკიდებლები იყვნენ.

"თუმცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ეს ვერ ხერხდება, რადგან ის მთლიანად კრემლის მხრიდან იმართება",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics