05:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 13:01:18, 2102 ნახვა

ეკონომიკა
შეიხი ალ ნაჰაიანი საქართველოში ინვესტიციის მოცულობას აორმაგებს

არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრი ტოლერანტობის საკითხებში, შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰაიანი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოაცულობას აორმაგებს, - ამის შესახებ შეიხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარია საქართველოში კონკრეტული, მსხვილი პროექტების განხორციელებაზე. არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა,  მთავრობის მიერ აღებული კურსი და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს განვითარებას და წინსვლას ემსახურება.

შეიხმა  აღნიშნა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, სადაც ძალიან გამარტივებულია ბიზნესის წარმოების მექანიზმები, არ არსებობს კორუფცია და სწორედ ეს არის მისი მხრიდან ინვესტიციების მოცულობის გაორმაგების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი.

პრემიერ-მინისტრმა სტუმარს დეტალურად გააცნო საქართველოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო  რეიტინგებში, რაც შეიხმა დადებითად შეაფასა.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩოს გახსნის შესაძლებლობა. შეიხმა აღნიშნა, რომ თბილისში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აღნიშნული იდეის განხორციელებას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics