03:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 14:06:29, 1767 ნახვა

ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე, სიტყვით ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ერბოლატ დოსაევი გამოვა

28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი“ მისასალმებელი სიტყვით ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ერბოლატ დოსაევი გამოვა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ერბოლატ დოსაევი ყაზახეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა.

1987 წელს დაამთავრა რესპუბლიკის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა პანსიონი ალმა-ატაში. ასევე, დაამთავრა ალმატის ენერგეტიკის ინსტიტუტი და მოსკოვის ბაუმანის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი.

1997 წელს იყო ბანკის TuranAlem საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ATF ბანკის საბჭოს თავმჯდომარე;

1998 წელს იყო ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი;

1998 წელს - ყაზახეთის ენერგეტიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე;

2000 წ.  - ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

2001-2003 წლებში - ყაზახეთის რესპუბლიკის სააგენტოს თავმჯდომარე, ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების, მცირე ბიზნესის კონკურენციისა და მხარდაჭერის საკითხებში.

2003-2004 წლებში - ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი;

2004-2006 წწ. - ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი;

2006-2012 წწ. - KazInvestBank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ყაზახეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი, ყაზახეთის ეკონომიკისა და საბიუჯეტო დაგეგმარების მინისტრი და ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრი.

2016-2017 წწ. -  ეროვნული ჰოლდინგის Baiterek თავმჯდომარე.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/242-he-erbolat-dossaev

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics